ბაკურციხე-გურჯაანი-ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
გურჯაანში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბაკურციხე – გურჯაანი – ლაგოდეხის შემოვლითი გზის პროექტის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის, მარიამ ბეგიაშვილის განმარტებით „ მსოფლიო ბანკის მიერ ეს პროექტი მაღალი საჭიროების გამო შეირჩა:
,,საავტომობილო გზა, რომლითაც დღეს სარგებლობენ ადამიანები, ძალიან გადატვირთულია, შემოვლითი გზით კი მოხდება ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვა. აღნიშნული გზის პროექტი დახლოებით 20 წლის წინ გაკეთდა, მაგრამ დასრულება ვერ მოხერხდა.“
ბეგიაშვილისვე ინფორმაციით, გარკვეულ ადგილებში შემოვლითი გზა კერძო ნაკვეთებზე გაივლის, რომელთა მფლობელებზეც განსახლების პრინციპებიდან გამომდინარე, საბაზრო ღირებულების შესაბამისად გაიცემა კომპენსაცია.
პროექტს, რომელიც რამდენიმე კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.