თელავში განათლების გამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროექტის მენეჯერის, დანიელ ბირკენმაიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა კახეთის რეგიონში განათლებისა და პროფესიული პერსპექტივის ბაზარს შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ გამოფნაში მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროცესში.
,,ამ აქტივობის მხარდასაჭერად და არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან და პოტენციურ მომავალ დამსაქმებლებთან დაკონტაქტების მიზნით, ორგანიზებას ვუწევთ განათლების გამოფენას სახელწოდებით“მომავალი შენია“. გამოფენაზე რეგიონის მრავალი დამსაქმებელი იქნება წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს მათთან უშუალო კონტაქტის შანსი ეძლევა. განათლების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ და პრეზენტაციას გამართავენ: საგანმანათლებლო ინსტიტუტები საგანმანათლებლო პროგრამებით საწარმოები, რომლებიც წარადგენენ მათთვის საჭირო პროფესიებს ძირითადი პროგრამის ფარგლებში მოხდება ასევე ინფორმირება: აკადემიური განათლების შესახებ პრაქტიკული განათლების შესახებ პროფესიული ტრეინინგების შესახებ და სხვა’’,– განუცხადა Knews.ge-ს დანიელ ბირკენმაიერმა.
განათლების გამოფენა “მომავალი შენია” თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის მიზნით 14-15 თებერვალს გაიმართება.