დაუდგენელმა პირებმა თელავში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა დაახლოებით 2 ათასი ლარის ღირებულების საქონელი წაიღეს და სალაროდან ფულიც მოიპარეს.
„როდესაც გამყიდველს დილით კარი უნდა გაეღო, მაღაზია გაქურდული დახვდა. ამჯამად აღწერას ვატარებთ და მოპარული საქონლისა და ფული ზუსტ რაოდენობას მოგვიანებით დავადგენთ“, – განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის რაიონული სამმართველო იძიებს.
„კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს. ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. მიმდინარეობს გამოძიება. მაღაზიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდება“, – განუცხადა Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, შორენა ჯახუამ.