“თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე კახეთში ვენახებს გააშენებს
როგორც „კომერსანტს” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, კომპანია „თიბისი ბანკთან” კავშირში არ არის. „ეს არის მუკუზანის მიკრო ზონა, რომელიც სრულად იყო გაპარტახებული და დაუმუშავებელი”,-აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე განცხადებით, კომპანიამ მიწა სახელმწიფოსგან საინვესტიციო ვალდებულებით შეისყიდა. კერძოდ, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 3 წლის განმავლობაში ის შესყიდულ მიწაზე ვენახს გააშენებს. რაც შეეხება განსახორციელებელ ინვესტიციას, ჯაფარიძე ამაზე დაზუსტებით ვერ საუბრობს.