ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები საგარეჯოელ მოსწავლეებს შეხვდნენ
შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბიზნესის ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსი გააცნეს.
საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს უპასუხეს და კონკრეტული რჩევები მისცეს.
მსგავსი კონსულტაციები GAU-სა და BMB-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეების ინფორმირებასა და ხელშეწყობას სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, რაც მნიშვნელოვანია საკადრო პოლიტიკისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BMB – GAU-ს სასერტიფიკატო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში სტუდნენტებთან ერთად ბიზნეს სფეროში დასაქმებულ ან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებსაც დააინტერესებთ. კურსი მონაწილეებს ცოდნის შეძენას და ხედვის გაღრმავებას მოკლე ვადაში სთავაზობს.