გურჯაანში უბნის ინსპექტორების მიმართ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე აღიძრა
შეგახსენებთ, რომ შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დ.ხ. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველებმა იგი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.