კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დაუვიწყარ ადგილს შორის მოხვდა
რეიტინგი შეადგინეს ცნობილმა მოგზაურებმა სოფი იბოტსონმა და მაქსომ-ლოუველ ჰორმა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.
მათ შორის არიან: ქალაქი მეროე (სუდანი) ქალაქი მეშჰედი (ირანი) კახეთის მხარე (საქართველო), ვეფხვების ნაკრძალი კანხა (ინდოეთი), კუნძული სოკოტრა(იემენი), ზანკარის მთიანი რაიონი (ინდოეთი), კამჩატკის ნახევარკუნძული (რუსეთი) და სერო დე ლოს სიეტე კოლორესის მთები (არგენტინა.)