350 სახეობის მედიკამენტზე ფასები გაიზარდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძეს, თქმით, მნიშვნელოვანი მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ფასების მატებიდან გამომდინარე,მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების რამდენიმე მილიონი ლარით გაზრდა მოუწევს.
„ქვეყანაში დაახლოებით 300-350 მედიკამენტზე მოხდა ფასის მცირედი მატება. მაგრამ ეს არ არის ის მასშტაბი რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს. წამლის კომპონენტში იქნება დაფინანსება დამატებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს იქნება, დაახლოებით, რამდენიმე მილიონის ინტერვენცია. აქცენტი იქნება გაკეთებული ზუსტად პირველადი მოხმარების პრეპარატებზე. ისე რომ საფრთხის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს”-განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.