რუსეთი ღვინოზე მინიმალური ფასის ზღვარს დააწესებს
მინისტრთა კაბინეტის საიტზე ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.
ხელისუფლება ელოდება, რომ ფასების დარეგულირების უფლების გავრცელება ღვინოსა და შამპანურზე მეღვინეობის ლეგალური პროდუქციის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და რუსული მეღვინეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
2014 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ტელევიზიებსა და რადიოებს რუსული ღვინის რეკლამირების უფლებას აძლევს. მანამდე მარეგულირებელმა მაგარ ალკოჰოლზე საცალო ფასის ზედა ზღვარი შეზღუდა. პირველი თებერვლიდან ეს უპრეცედენტო ზომა ძალაში შედის.