ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის

,,რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი”, – განაცხადა პრემიერმა.