ექსპორტის წახალისებისთვის სპეციალური ინსტიტუტი შეიქმნება
“ექსპორტის წახალისების მიმართულებით სპეციალურ ინსტიტუტს ვქმნით და სახელმწიფოს მხრიდან იქნება კერძო კომპანიებზე საექსპორტი გარანტიების გაცემა. საექსპორტი დაფინანსების ინსტიტუტები შეიქმნება და საუბარია არა შორეულ, არამედ ძალიან ახლო პერსპექტივაზე”, – აღნიშნა კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, დასახულია ძალიან სწრაფი ზომები იმისთვის, რომ მინიმალურ დროში ტურიზმიდან მიღებული შემოსულობების წახალისება მოხდეს.
“ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა. იყო ძალიან კონსტრუქციული, კარგი, დადადებითი შეხვედრა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

