ახალი ამბები

თუშეთის სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის თქმით, მათ თუშეთში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 
ბაიდაურის განმარტებით მაღალმთიან სოფლებს ამ დრომდე სასმელი წყლის პრობლემა აქვს, რაზეც მიმდინარე წელს ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. 
მთა-თუშეთის სოფლებში ამ დრომდე რჩება 26 ოჯახი. მაღალმთიან რეგიონში სატრანსპორტო გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება და ადგილზე ჩასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.