ახალი ამბები

ევროკავშირმა გრანტების სახით საქართველოსთვის 13 მილიონი ევრო გამოყო

პირველი ტრანში მოიცავს აგრეთვე 10 მილიონ ევროს სესხების სახით, რომელიც ახლო მომავალში გაიცემა. მეორე ტრანში კი 23 მილიონი ევრო, 2015 წლის შუაში გამოიყოფა.
ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარ პიერ მოსკოვიცის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისას.