ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში კონკურსის შედეგებს აჯამებენ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, კონკურსი 154 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული, გასაუბრება კი 192-მა კონკურსანტმა გაიარა. 
,,ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნება და გამოცხადდება თუ არა კონკურსი ხელახლა, იმიტომ რომ ჯერ მიმდინარეობს გადაწყვეტილებების წერა, ყველა კომისიის წევრი მუშაობს ინდივიდუალურად და შემდეგ მათი შედეგები შეჯამდება და შედეგები შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება კომისიას ის 5 წევრისგან შედგება და მაში არასამთავრობო ორგანიზაციის და უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც არიან ჩართული”,- თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო აფციაურმა. 
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თემის საკრებულოს აპარატში კონკურსი 21 ნოემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა, გარდა გამგებლის, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზეwww.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.