ახალი ამბები

დღეს 1 დოლარი 2 ლარად იყიდება

კომერციული ბანკების ნაწილში 1 დოლარი 2 ლარად იყიდება ზოგიერთ კომერციულ ბანკში 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება. კონკრეტულად, “საქართველოს ბანკსა” და ბანკ “რესპუბლიკაში” მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.007-2.006 ლარად შეუძლია.  “თიბისი ბანკსა” და “ლიბერთი ბანკში” კი დოლარის შეძენა 1.99 ლარად და 1.98 ლარად არის შესაძლებელი. კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარს 1.92-1.93 ლარის ფარგლებში იბარებენ. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში 1 დოლარის შეძენა 1.96-1.98 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეიდან 1 დოლარის შეძენა 1,95 ლარად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს დაადგენს.