ახალი ამბები

დღეს 1 დოლარი 1,98 ლარად იყიდება

კომერციული ბანკების უმეტესობაში დოლარი 1,98 ლარად იყიდება კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა.  ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურს 4 პუნქტით აღემატება.  კონკრეტულად, “საქართველოს ბანკსა” და “თიბისი ბანკში” 1 დოლარს 1.98 ლარად ყიდიან და 1.90 ლარად ყიდულობენ. 
რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს”, 1 დოლარს 1,97 ლარად ყიდიან და 1,91 ლარად ყიდულობენ. 
დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც უქმე დღეების გამო 17 იანვრიდან არ შეცვლილა, დღეისთვისაც 1.94 ლარს შეადგენს. სავალუტო ჯიხურების ნაწილიც, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე ძვირად ყიდიან.