ახალი ამბები

სოფელ სამრეკლოში 2 თვიანი კარანტინი გამოცხადდა

როგორც სურსათის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, უწყებამ უკვე გაატარა პრევენციული ღონისძიებები და მოსახლეობას ანტირაბიული აცრები გაუკეთა. მათივე თქმით, აღნიშნული ფერმიდან, 2 კილომეტრის რადიუსში სპეციალური აცრები გაუკეთდათ ადგილობრივი ფერმერების პირუტყვსაც.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან უწყებას საკმარისი რაოდენობის ვაქცინა გააჩნია პრევენციული ზომების გასატარებლად.