ახალი ამბები

კაჭრეთში “გაერთიანებული დემოკრატების” აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული ორგანიზაციების ქალთა წევრების კონფერენცია გაიმართა

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ზურაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის რესპუბლიკურ ინსტიტუტს თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. 
მისივე თქმით, ქალთა ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა რაიონებიდან იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და ამ ბოლო შეხვედრით დასრულდა ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ქალთა ორგანიზაცია გადადის მუშაობის აქტიურ რეჟიმში და იწყებს მზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქალების ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი წარმომადგენლობის გაზრდას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში”, – განაცხადა თამარ ზურაშვილმა.