ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ახალი პროგრამა დაიწყება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.