ახალი ამბები

მთავრობა საარსებო მინიმუმის გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

“საარსებო მინიმუმი სენსიტიური საკითხია, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობს არაერთი ექსპერტი და მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საარსებო მინიმუმის განსაზღვრა დინამიური და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ვფიქრობ, მალე ის გადაზომილი იქნება დაზუსტებული მეთოდოლოგიით”, – განაცხადა სერგეენკომ. 
რა უნდა იყოს კრიტერიუმი საარსებო მინიმუმის განსაზღვრისას, მინისტრმა განმარტა, რომ არსებული მეთოდოლოგიით გადათვლისას აღმოჩნდება, რომ საარსებო მინიმუმი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე იყო აქამდე, რადგან მას გამოაკლდა ჯანდაცვაში გადასახადები, ასევე მთელი რიგი პარამეტრები, თუმცა მინისტრმა დასძინა, რომ მექანიკური, არითმეტიკული გადათვლა იქნება არასწორი და რეალობასთან შეუსაბამო.