ახალი ამბები

საქართველო სამზარეულოსა და სასმელის მხრივ ევროპის ქვეყნებში მეოთხე ადგილზეა

ვებგვერდის წარმომადგენლებმა 48 ქვეყნიდან 39-ში იმოგზაურეს და ადგილობრივი კერძები და სასმელი დააგემოვნეს, შემდეგ კი, ისინი რეიტინგში ასახეს.

48 ქვეყანას შორის ეროვნული სამზარეულოს მხრივ, პირველი ადგილი იტალიას უჭირავს, რომელსაც ფრანგული და ესპანური კერძები მოყვებიან. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა.

ვებგვერდი წერს, რომ ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, შესაბამისად, ეროვნული კერძები წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, რომელთა მოსამზადებლადაც, სხვადასხვა უნიკალური მწვანილები და სანელებლები გამოიყენება.
ეროვნული კერძებიდან განსაკუთრებით ნავის ფორმის ხაჭაპური გამოირჩევა, რომელიც მდნარი ყველითა და კვერცხით მზადდება. ეს ხაჭაპური იმდენად პოპულარულია, რომ ქვეყანა მისი სასაქონლო ნიშნის მოპოვებას ცდილობს.

,,საქართველოს ეროვნული კერძებიდან გამოიყოფა ასევე, ხინკალი, რომელიც ღორის, ძროხის ან ცხვრის ხორცისგან მზადდება. ის შეიცავს ასევე, სხვადასხვა სანელებლებსა და ხახვს; კუჭმაჭი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული კერძია; ჩახოხბილი – მომწარო-მოტკბოდ მოშუშული ქათამი; ტყემალი – ტყემლის ან ქლიავის სოუსი, რომელიც შეიძლება ხორცის კერძებს მიაყოლო. სოუსი ქინძის, სხვადასხვა მწვანილებისა და პილპილისგან მზადდება,”- ნათქვამია საქართველოზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.