ახალი ამბები

დღეს 1 დოლარის შეძენა 1,92 ლარად იქნება შესაძლებელი

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 14 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,92 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ, 12 იანვარს, დადგენილი კურსი კი 1.91-ს შეადგენდა.