დიდთოვლობამ ლაგოდეხს ელექტრომომარაგების პრობლემა შეუქმნა
როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მწყობრიდან არის გამოსული საყრდენები, რის გამოც ქალაქ ლაგოდეხს და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს ენერგომომარაგების პრობლემა შეექმნა.
,,ამ დროისთვის პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე მობილიზებულია სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტოენერგიის მიწოდება ლაგოდეხში სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება”,- აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.