ახალი ამბები

კახეთში ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა

,,დღეს კახეთში ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა. რეგიონში ხვალ შესაძლებელია ითოვოს დილის და ღამის საათებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერის მასები, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და 11 იანვრამდე ყინვები ფიქსირდება”,- აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.