ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

მათი განცხადებით, პროექტი პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ საკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტი დასახელდა. დღეს კი 24 ნომინანტიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდება. 
პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება; კინოხელოვნება; მხატვრული ლიტერატურა (პროზა) მხატვრული ლიტერატურა (პოეზია); მუსიკა; სახვითი ხელოვნება; ფოლკლორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერება.
“წინანდლის პრემია” ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. წელს კი პრემია ზურაბ ჟვანიას ფონდის ინიციატივით აღდგა. პრემია ენიჭებოდა ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებისათვის და ემსახურებოდა მათ წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების წარდგენას საზოგადოებისათვის.