ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი- საქართველოში ყურძნის ხარისხის პრობლემაა
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით დარგი მაინც ვითარდება.
,,საჭიროა ახალი ვენახების გაშენება, ჯიშების განახლება და ამისათვის გარკვეული ინვესტიციების ჩადება. ხარისხის გასაუმჯობესებლად ასევე კარგი იქნება ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება კომპანიასა და ფერმერებს შორის, რაც რთული პროცესია, რადგან ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზრები უკრაინა და რუსეთია, სადაც გარანტიების მიღება რთულია”,- აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.