ახალი ამბები

სოფლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ექნებათ

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოხდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეყვანა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბის საკმაოდ მოცულობით ინვესტიციას მოითხოვს.
მისივე თქმით, მემორანდუმი იმ სახელმწიფო უწყებებს შორის გაფორმდა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი რესურსებით განახორციელონ პროექტი. პროექტის დაწყების და დასრულების კონკრეტული ვადები არ სახელდება.