სამთავრობო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” მიკრო ბიზნესის კომპონენტი ემატება
სამინისტროს ინფორმაციითვე, პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს. ესენია: წვდომა განათლებაზე, უნარების გამომუშავება და ასევე თანადაფინანსება გრანტის სახით
გრანტის მოცულობა 5 ათასი ლარი იქნება, თუმცა სამ მეწარმეს შეეძლება გაერთიანება და 15 ათასის მიღება. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს,” პროგრამის ფარგლებში 50 -მდე პროექტისთვის 225 მილიონის დაფინანსებაა გაცემული, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2500 სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება.