მედიკოსები იანვრიდან გრიპის ვირუსის გააქტიურებას ელოდებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად გრიპის საწინააღმდეგო სეზონურ ვაქცინაციას ურჩევენ.
მედიკოსები მოსახლეობას არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენებასაც ურჩევენ – კერძოდ ხელების ხშირად დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით, საცხოვრებელი ადგილის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება.
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი, დიაბეტით დაავადებულები, მცირე და ხანდაზმული ასაკის ადამიანები და ორსულები.