ახალი ამბები

სოფელ რუისპირში ქმარმა ცოლი მოკლა

1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, თ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, 1978 წელს დაბადებული ე.მ. ცივი იარაღით დაჭრა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რუისპირში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. თ.ა.-მ მის მეუღლეს ე.მ.-ს ცივი იარაღით, გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მუცლის არეში თვითმკვლელობის მიზნით, თვითდაზიანება მიიყენა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მათ ოთხი წლის შვილი ყავდათ. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით დანა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.