ახალი ამბები

სახალხო დამცველი – საკუთრების უფლების აღდგენის კუთხით პროგრესი არ არის

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, არაერთი წელია, რაც აქტუალური რჩება მიწის ნაკვეთების ზედდების გადაფარვის პრობლემა, რომელიც ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზების შემოღებას უკავშირდება და ვინაიდან ქაღალდზე შესრულებული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ სისტემაში გადაყვანა სავალდებულო არ გამხადარა, აღრიცხვის ორი პარალელური სისტემა არსებობს.
ნანუაშვილის მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილება ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის შესახებ, თუმცა სახალხო დამცველის აპარატისთვის ამ დრომდე უცნობია, პასუხისმგებელი უწყებების მიერ რა ნაბიჯები გადაიდგა გეგმის შესრულებისთვის.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაზღვრული სამუშაობის განხორციელებამდე ხელყოფის რისკის ქვეშ რჩება მოქალაქეთა არაელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საკუთრების უფლება.