ახალი ამბები

თელავის მერმა უხუცეს ქალბატონს 102 წლის იუბილე მიულოცა

თელავის მერმა 102 წლის ქალბატონს საჩუქრებიც გადასცა. 
პლატონ კალმახელიძეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მერიას აქვს შესაძლებლობა, ქალაქის უხუცეს წევრებზე იზრუნოს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ თელავის უხუცეს მოქალაქეებზე. მათ ჩვენი მზრუნველობა სჭირდებათ და რითაც შეგვეძლება ყოველთვის გვერდში დავუდგებით მათ,”- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.