ახალი ამბები

შეშის რესურსების გამოყენების შემცირების შესახებ თელავში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
,,ვისაუბრეთ ჩვენს ერთ-ერთი ინიციატივაზე, რომელიც ძალიან პრობლემურია საქართველოში და მათ შორის კახეთში. ეს არის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შეშის გამოყენება სათბობად. მითუმეტეს იმ დასახლებულ პუნქტებში, სოფლებსა და ქალაქებში, რომელიც უკვე გაზიფიცირებულია. ჩვენ გვინდა, რომ მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება, მათ შორის საჯარო სტრუქტურების, რომ მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად შეშის რესურსების გამოყენების შემცირება და ალტერნატიული გათბობის საშუალების მოძიება’’,- განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა. 
პროექტი “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის(CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონებში გაზიფიცირებულ დასახლებებში არსებული სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემებით აღჭურვას შეშის მოხმარების შემცირების მიზნით. პროექტის განხორციელება 2010 წლის დეკემბრის ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დაიწყო. გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის პროექტი საქართველოს 7 რეგიონის 2400 სოფელში ხორციელდება.