ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა წნორში – “ქალები ცვლილებებისთვის”

წნორში, სამოქალაქო ინიციატივის ოფისში, გაიმართა ტრენინგი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თემაზე. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალური მედიის სხვადასხვა ფორმების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იყო გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების სრულფასოვნად ასახვის მიზნით სიღნაღში თანამშრომლობის ქსელის წევრებმა ჩაატარეს.
მრგვალ მაგიდას ქართული ოცნების, რესპუბლიკური პარტიის, ეროვნული ფორუმის, მრეწველობა-გადაარჩენს საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი “ქალები ცვლილებებისთვის” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.