ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმის უნივერსიტეტის დაარსებას გეგმავს
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო საფრანგეთის საელჩოსთან ერთად მუშაობს პროექტის განხორციელების შესწავლაზე.
,,მთავრობა მზად არის უნივერსიტეტი შენობით უზრუნველყოს, თუმცა სამინისტრო უნივერსიტეტს კერძო ბიზნესად ხედავს, რომელსაც ცნობილი საერთაშორისო სკოლა უნდა ედგას სათავეში. მმართველი სკოლის შერჩევა კი 2015 წელს იგეგმება,”- განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.