სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარების გაცემა დიფერენცირებული სქემით მოხდება
თალაკვაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პირებისათვის დახმარების გაცემა დიფერენცირებულად მოხდება.
“ვინც უფრო გაჭირვებული იქნება, ის უფრო მეტ დახმარებას მიიღებს. დღეს თუ იყო 57 0000 ქულიანი ზღვარი, იქნება რამდენიმე ზღვარი. კერძოდ, ამოქმედდება 30 000-იანი, 57 ათასიანი, 60 ათასიანი და 65 ათასიანი ზღვარი. გარდა ამისა, UNISEF-ის მოთხოვნითა და შემოთავაზებით, დაწესდება ბავშვზე დანამატი, რომელსაც მიიღებს 100 000-მდე ქულის მქონდე ყველა ბენეფიციარი, თითო ბავშვზე 10 ლარის ოდენობით”, – განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.