ახალი ამბები

გურჯაანში სპექტაკლის „ალაზანი დიდია“ პრემიერა გაიმართა

გურჯაანის კულტურის ცენტრში რეჟისორ დავით ნაცვალაშვილის სპექტაკლის „ალაზანი დიდია“-ს პრემიერა გაიმართა. 
ორ მოქმედებიანი დრამა რომლის სცენარის ავტორიც თავად რეჟისორია რამდენიმე ცხოვრებისეული ეპიზოდისაგან შედგება, რომელიც საზოგადოებისთვის დღესათვის აქტუალურ თემებს ეხება. სპექტაკლში როლებს მოყვარული მსახიობები თამაშობენ.