ლაგოდეხის გამგეობამ “ნაციონალურ მოძრაობას” სასამართლოში უჩივლა
საქმე ეხება გამგეობას და “ნაც. მოძრაობას” შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც 2010 წელს გაფორმდა და პოლიტიკური პარტიისთვის საოფისე ფართის ქირავნობას ეხება. გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, გამგეობა სწორედ ამ ხელშეკრულების გაუქმებას და საოფისე ფართის დაცლას ითხოვს.
როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარემ გურამ კაკალაშვილმა განუცხადა, ხელშეკრულება 2012 წელს განახლდა და მასში ჩაიდო მუხლი, რომელიც ხელშეკრულების პირობების 2 წლით გაგრძელებას ითვალისწინებდა, თუ მისი შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთი მხარე წინასწარ უარს არ იტყოდა.
კაკალაშვილი ამბობს, რომ გამგეობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
კინოთეატრ “სინემას” შენობაში განთავსებული საოფისე ფართის დაცლა არ დაცლის გადაწყვეტილებას “ნაციონალურ მოძრაობა” სასამართლო დადგენილების შესაბამისად მიიღებს. გამგეობა აღნიშნულ შენობაში ჭადრაკის შემწავლელი წრის გახსნას გეგმავს.