თესაუში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ლექციის მიზანი იყო გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება.
,,მთავარი პრობლემა არის ის რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მაგალითზე, თუნდაც თელავში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა არის ძალიან შეზღუდული. ამას აქვს ძალიან ბევრი ფაქტორი და მიზეზი, სწორედ ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა ახალგაზრდებთან”, – განაცხადა თელავის გენდერის მედია ცენტრის დირექტორმა, მაია მამულაშვილმა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
,,ჩვენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვმართავთ შეხვედრებს, რომლის მიზანიც არის პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის როლის და მნიშვნელობის წარმოჩენა, სტუდენტების მოტივირება ჩაერთონ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებასა და მონიტორინგში, ახალგაზრდა თაობის გენდერის საკითხებზე ინფორმირება, რათა განათლების ამაღლების გზით, ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას,”- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” დირექტორმა თამარ კაციტაძემ.
სემინარი ჩატარდა თელავის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით. საჯარო ლექციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.