საბიუჯეტო ორგანიზაციების მსგავსად უნივერსიტეტების ანგარიშებიც სახელმწიფო ხაზინაში განთავსდება
კანონპროექტმა პარლამენტში პირველი მოსმენა უკვე გაიარა.
ექსპერტების თქმით, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფინანსთა მინისტრს ეკუთვნის, უნივერსიტეტებს დამოუკიდებლობას შეუზღუდავს.
ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ინიციატივა არ შეეხება საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. ხადურის განმარტებით, რეფორმა უმაღლესი სასწავლებლების დამოუკიდებლობას არ შეზღუდავს და მათ ხაზინაში ჩარიცხული თანხების საბანკო დეპოზიტებზე გადატანის საშუალება ექნებათ.
“ჩვენ ეს საკითხი უკვე გავიარეთ, მათ შორის უნივერსიტეტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გადავწყვიტეთ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი დეპოზიტები მართონ თავად, ოღონდ ხაზინის მეშვეობით, ანუ განუთავსებთ ბანკში და პროცენტს რასაც მიიღებენ დარჩება უნივერსიტეტების შემოსავლებში’’,–განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
განათლების საკითხებში ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, დაგეგმილი რეგულაციები უნივერსიტეტებისთვის არაფრის მომტანი არ იქნება და ბიუროკრატიულ პროცედურებს გაართულებს.
“საბიუჯეტო კოდექსში” დაგეგმილმა ცვლილებებმა პარლამენტში კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიაროს. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი ანგარიშების ხაზინაში გადატანა ეტაპობრივად განხორციელდება.