თელავის მერია ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 მილიონ ლაზე მეტს დახარჯავს
თელავის მერიის ბიუჯეტის პროექტში, ინფრასტრუქტურის მიმართულება 2 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც მერიაში აცხადებენ, სწორედ ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ქალაქის ვიცე- მერის თენგის მთვარელიშვილის თქმით, ამ მიმართულებით 2015 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. ,,მერიისთვის 2015 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომლის მოსაწესრიგებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, მოხდა 2014 წლის ბიუჯეტის შესწავლა, გაკეთდა ანალიზი და შესაბამისად მომზადდა, რომელიც უვე გადაეგზავნა საკრებულოს განსახილველად. ამ საკითხზე კარგი წინადადებები და რეკომენდაციები აქვს ქალაქის საკრებულოს. კანონის თანახმად, 25 ნოემბერს უნდა გადმოგვეგზავნოს ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და ჩვენ შესწორებულ ვარიანტს მათ 10 დეკემბრისთვის დავუბრუნებთ. ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი დამტკიცდება და იქნება ძალიან ნწარმატებული,”- განუცხადა knews.ge-ს თელავის ვიცე-მერმა.