თელავის მერიის ბიუჯეტის პროექტმა 8 მილიონ 318 ათასი ლარი შეადგინა
თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიის ბიუჯეტის პროექტი დამუშავების პროცესშია. პროექტი მერიამ განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური პაკეტის, სკოლამდელი აღზრდის და კულტურის განვითარებაა.
,,გვინდა პროექტი მაქსიმალურად იყოს მორგებული ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე. ვფიქრობთ, რომ ის ძალიან სწორად არის დაგეგმილი და ეფექტური იქნება. ბიუჯეტის პროექტი ამ ეტაპზე უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მიმდინარეობს მისი განხილვა, რამდენიმე დღეში კი პროექტი უკან შენიშვნებით და რეკომენდაციებით გადმოგვეგზავნება,”- განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.