ახალი ამბები

თელავში ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა შეხვედრა გამართეს

შეხვედრას კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძეს თქმით, მხარდაჭერებთან საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას.
,,გვინდოდა, ადგილზე შევხვედროდით ჩვენს მხარდამჭერებს და გვესაუბრა იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც საქართველოში დღეს ხდება”,- განუცხადა knews.ge-ს ხატია დეკანოიძემ.