ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გახდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჯერ ბურგუნდიის უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტში – ჟიულ გიო. (საფრანგეთი, ქ. დიჟონი), შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის (საფრანგეთი, ქ. ბორდო) იურიდიულ ფაკულტეტზე (მეღვინეობის დარგის მართვის, ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრის დიპლომი).