ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან დავითაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 
ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პოსტზე 2012 წლის დეკემბერიდანაა დანიშნული. მანამდე მას შპს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობა ეკავა იყო. ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტ Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი იყო. მას რთვლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის პოსტიც ეკავა 
მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე პირველი მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა უკავია ოთარ დანელიას, რომელსაც სულ 5 მოადგილე ჰყავს.