პოეტი თამაზ მეტრეველი გარდაიცვალა
თელაველი პოეტი და სხვადასხვა პიესების ავტორი, თამაზ მეტრეველი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელაველების თქმით, მისი წვლილი დიდია ქალაქში კულტურის განვითარებაში.
,,ჩემი ბავშვობის მეგობარი და კარგი თელაველი,ხშირად უწერდა ლექსებს კონკრეტულ პიროვნებებს, ”- ასე იხსენებს სოციალური ქსელის მეშვეობით პოეტს მეგობარი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ელიზბარ ელიზბარაშვილი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ქართულმა კულტურამ და თელავმა უსაყვარლესი და კარგი ადამიანი დაკარგა.
,,ძალიან კარგი ადამიანი იყო თამაზ მეტრეველი, თელავზე და თელაველებზე უზომოდ შეყვარებული,”- აცხადებს ფიქრია ყუშიტაშვილი.