ჰიბრიდიული სიმიდის პროგრამით დაზარალებული ფერმერი სასამართლომ გაამართლა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილება სიმინდის სამთავრობო პროგრამით დაზარალებული ფერმერის საქმის შესახებ უკვე ცნობილია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის სარჩელი და სიმინდის სამთავრობო პროგრამით დაზარალებულ ფერმერ დავით ხაჩიძეს ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის ღირებულების იძულებითი წესით გადახდა არ დააკისრა.
კორპორაცია სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე დაზარალებული ფერმერისაგან მოითხოვდა სათესლე მასალის ღირებულების სახით 10000 ლარის გადახდას.
„2011 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა სააქციო საზოგადოება საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ განახორციელა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემოიტანა ე.წ პიონერის ჯიშის სიმინდის თესლი 30000 ჰა-ზე დასატესად. ფერმერებს სიმინდის თესლი დაურიგდათ კონსიგნაციის წესით. თანხა ფერმერებს უნდა გადაეხადათ 2011 წლის შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, მაგრამ თესლი გამოდგა უხარისხო და ვერავინ ვერ შეძლო მოსვლის აღება. სახელმწიფო ფერმერებს შეპირდა კონსიგნაციის სახით შეძენილი სიმინდის თესლის ღირებულების ჩამოწერას, მაგრამ 2014 წლის დასაწყისიდან სოფლის მეურნების კორპორაციამ უჩივლა ფერმერებს სასამართლოში და ფერმერებისგან მოითხოვა სიმინდის თესლის ღირებულების გადახდა. დავით ხაჩიძის მსგავსად დაზარალდნენ სხვა ფერმერებიც, რომელთა საქმეებს პირველი ინსტანციის სხვადასხვა სასანართლოები განიხილავენ, – განუცხადა Knews.ge-ს დავით ხაჩიძის ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა.