საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპკორპუსს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე იწვევს
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფესტივალის გახსნით კონცერტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, სამინისტროს ხელმძღვანელობა და საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრებიან.
უკვე მეორე წელია, რაც დიპლომატიური კორპუსი თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ესწრება. ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება საქართველოს საგარეო უწყების მიერ დიპლომატიური კორპუსისათვის ინიცირებული კულტურულ-შემეცნებითი ტურების ფარგლებში ხორციელდება.