კახეთის რეგიონის საკრებულოებში ქალი დეპუტატების რაოდენობა დაბალია
,,სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა.
კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 2083 დეპუტატიდან 242 ქალია.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 71 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს შემადგენლობის შესწავლის შედეგად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შემაშფოთებელი გენდერული დისბალანსი გამოიკვეთა.
კვლევაში დეტალურადაა მოცემული გენდერული ბალანსის გადანაწილების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით. თელავში მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობის (71 000) მიუხედავად, თელავის ქალაქის საკრებულოში ქალი დეპუტატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
თუ 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების შემადგენლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა პროცენტული წილი 11,1%-ს შეადგენდა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით კი მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა და ქალთა წარმომადგენლობა 11,6%*ს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, რეგიონის საკრებულოებში ქალ დეპუტატთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (20% და მეტი) ფიქსირდება სიღნაღის თვითმმართველ თემში (24%).
შედეგების მიხედვით, კახეთის რეგიონში არის საკრებულოები, რომლებშიც ქალები 5%-ზე ნაკლები რაოდენობით, ან საერთოდ არ არიან წარმოდგენილნი.