ახალი ამბები

2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტის კომიტეტებისათვის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების გაცნობას განაგრძობს. 
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, პენსიები გაიზრდება როგორც 2015 წელს, ისე 2016 წელს. კონკრეტული მოცულობა ცნობილი გახდება უახლოეს ორ თვეში. რაც შეეხება პედაგოგთა საბაზო ხელფასებს, გიორგი კაკაურიძის თქმით, 2015 და 2016 წლებში ასევე იგეგმება პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაზრდა.
“ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს განათლების სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკითხზე და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში, ამ მიმართულებით თანხების მობილიზება მოხდება,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვა სამინისტროებთან ერთად, რომლებიც საბიუჯეტო თანხების გაზრდას ითხოვენ.